მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, ჟულიანის აეროპორტშია. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ამ წუთებში სწორედ ამ აეროპორტში იმყოფებიან.
ამ დრომდე უცნობია, ზუსტი ადგილსამყოფელი, თუ სად წაიყვანეს საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, კაფეში დაკავების შემდეგ.
მიხეილ საააკაშვილი რამდენიმე საათის წინ უკრაინის ერთ-ერთ კაფეში დააკავეს და თეთრი ფურგონით უცნობი მიმართულებით წაიყვანეს თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი ფურგონი სწორედ ჟულიენის აეროპოსტისკენ გაემართა.
სააკაშვილის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ადგილობრივი დროით 17:25 საათზე ვარშავის მიმართულებით ჩანიშნულია რეისი და ისინი არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის დეპორტაცია მოხდეს ვარშვაში. იგივე ვერსიაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც."
FACEBOOK-ში ვრცელდებოდა განცხადება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიმართ, რომ ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილიყვნენ და არ მიეცათ საშუალება სპეცრაზმელებისთვის, რომ კიევიდან გაეყვანათ მათი ლიდერი.
ამ პროცესების პარალელურად კი უკრაინის გენერალური პროკურატურა უარყოფს კავშირს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.