20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ ორი ოლიგარქიული მმართველობის მხრიდან, ჩემთვის უცნობია - ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აფასებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინელ ადვოკატებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

მიხეილ საააკაშვილი რამდენიმე საათის წინ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს და სავარაუდოდ, ჟულიანის აეროპორტში გადაიყვანეს.

ბასილაიას განცხადებით, მას უჭირს ივარაუდოს, რას მოიმოქმედებს პოროშენკოს ან საქართველოს ხელისუფლება.

„ექსტრადიციის მოთხოვნა საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ, რაზეც უარი ეთქვა საქართველოს, იმის გამო, რომ სააკაშვილის საქმეში პოლიტიკურ მოტივს ხედავდა უკრაინის ხელისუფლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გადავიდა უკრაინის ოპოზიციაში, ამის შემდეგ მათ დაიწყეს უკანონო თამაშები ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობასთან საქართველოში,“ - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის თქმით, ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დევნის დაწყებასთან დაკავშირებით გაგზავნილი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ინტერპოლმა სააკაშვილზე ძებნა არც კი გამოაცხადა, არასერიოზულადაც კი მიიჩნია  საქართველოს ხელისუფლების ეს განცხადება, თუმცა, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ ორი ოლიგარქიული მმართველობის მხრიდან ჩემთვის, უცნობია. ჩვენ ვნახეთ ის უკანონო განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამო, გაასამართლა პრეზიდენტი,“ - განაცხადა ბასილაიამ.

დღის ამბები