20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მცოცავი ოკუპაცია და ტატუნაშვილის საქმე - მარგველაშვილი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მიერ განხორციელებულ მცოცავ ოკუპაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა სენატორ ორინ ჰათჩთან გამართა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტატუნაშვილის საქმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების ასახავს.

სენატორთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

"რუსეთის არაკონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და შესაბამისად ამ კუთხით ჩვენი მეგობარი მხარდამჭერების მობილიზებას ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში,"-აცხადებს გიორგი აბაშიშვილი. 

დღის ამბები