18 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ელიავას ბაზრობა ხანძრის შემდეგ
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გუშინ ხანძარმა ავტონაწილების ბაზრობის პირველი და მეორე სქტორები დააზიანა. ნიკოლოზ ურუშაძის ფოტორეპორტაჟი.
ავტონაიწლების ბაზრობას ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა
ადგილზე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული
ზოგიერთი დაზარალებულის მტკიცებით, მეხანძრეებს საკმარისი წყალი არ ჰქონდათ
თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამას არ ადასტურებენ
ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მეხანძრეებმა შეძლეს
თუმცა, აალებადი ნივთიერებების გამო, შენობაში ცეცხლი მაინც გავრცელდა
მეხანძრეებმა, 3 საათის განმავლობაში, ცეცხლის ლოკალიზება და მოგვიანებით, მისი ჩაქრობაც შეძლეს
ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია
უსაფრთხოებისა და შენობაში არსებული ნივთების დაცვის მიზნით, ადგილს პოლიცია იცავს
დღეს ტერიტორიას ექსპერტ-კრიმინალისტები იკვლევდნენ
ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად ელექტროგაყვანილობას ასახელებენ
მაგრამ დაზარალებული აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ბაზრობაზე ცეცხლი გაჩნდა, მთელი შენობის დენის წყარო გამოთული იყო
დღეს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ვიცემერი ლაშა აბაშიძე იმყოფებოდა
ვიცემერის თქმით, ადგილზე მომუშავეები საკუთარი გადარჩენილი პროდუქციის დათვალიერებას შეძლებენ
ხანძრის გაჩენის მიზეზი კვლავ უცნობია
დაზარალებულების განცხადებით, ისინი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან
საკუთარ ზარალს ჯერ ვერ ითვლიან
და გამოძიებას ელოდებიან
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები