17 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ლებრონ ჯეიმსი თავისუფალი აგენტი გახდება

ლებრონ ჯეიმსმა კლივლენდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გამოიყენებს კონტრაქტში არსებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც პირველი ივლისიდან მას შეუძლია თავისუფალი აგენტი გახდეს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამჯერად ის არ აპირებს ისარგებლოს ამ სტატუსით და მეორედ დატოვოს „კავალიერსი“. ეს გადაწყვეტილება მას აძლევს საშუალებას გააფორმოს გუნდთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასით. ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულებით, ჯეიმსი წელიწადში 21,6 მილიონ დოლარს იღებს.

თავისუფალი აგენტის სტატუსით პირველი ივლისიდან ისარგებლებენ „კლივლენდის“ სხვა მოთამაშეებიც: კევინ ლავი, ტრისტან ტომპსონი და იმან შამპერტი.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ აპირებს გუნდის დატოვებას და ვინ დარჩენას. ცნობილია, რომ „კავალიერსის“ ხელმძღვანელობა აპირებს მნიშვნელოვნად გააძლიეროს შემადგენლობა, რათა 51 წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ გახდეს ნბა-ას ჩემპიონი.

დღის ამბები