17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
კავანი დი მარიას ნაცვლად

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პსჟ-ს ედისონ კავანის სანაცვლოდ ანხელ დი მარიას სთავაზობს. ინფორმაციას ინგლისური გაზეთი „სტარი“ ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ედისონ კავანი ფრანგულ კლუბში ძირითადად ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილშია მოქცეული და სარფიანი წინადადების შემთხვევაში გუნდის გამოცვლას დათანხმდება.

რაც შეეხება დი მარიას, არგენტინელმა ლუი ვან გაალის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. ამიტომ ინგლისური კლუბი ერთი წლის წინ 75 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელის სარფიანად გასხვისებას გეგმავს. თავად დი მარიამ განაცხადა, ის დარჩენას და გუნდში ადგილის დამკვიდრებას აპირებს.

დღის ამბები