17 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
გონსალო ხარა დასაჯეს

 ჩილეს ნაკრების მცველი ედისონ კავანის პროვოცირებისთვის სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული.

გონსალო ხარა გამოტოვებს „კოპა ამერიკას“ დარჩენილ თამაშებს. ხარა დისკვალიფიკაციის მიზეზი ურუგვაის ნაკრებთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ჩილელი ედისონ კავანის ხელით საჯდომზე შეეხო.

ურუგვაის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ხარამ კავანის პროვოცირება სიტყვიერადაც სცადა. „მან უთხრა ედისონს, რომ მის მამას 20 წლით ციხეში ჩასვამენ“, - განაცხადა რებოლიომ.

 შეგახსენებთ რომ,კავანის მამამ ლუისმა ,მანქანით 19 წლის ახალგაზრდა გაიტანა და ამჟამად დაპატიმრებულია.

დღის ამბები