ბასტიან შვაინშტაიგერი „ბაიერნში“ დარჩენას აპირებს.შვაინშტაიგერმა სპეკულაციები დაასრულა.
„მინდა კიდევ ერთხელ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და ისევე წარმატებულად ვითამაშოთ, როგორც გასულ წლებში. ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ გერმანიის ჩემპიონატი. ვფიქრობ, ოთხჯერ ეს ვერავინ გააკეთა. რასაკვირველია, ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა“, - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა.
შვაინშტაიგერის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული. რამდენიმე თვის წინ გერმანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან მის მომავალზე საუბარს აპირებდა. პასუხად, „ბაიერნის“ პრეზიდენმა კარლ ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ თუ შვაინშტაიგერს კონკრეტული შეთავაზება ექნებოდა კლუბთან, მის განსახილველად მზად იყო.