17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ვეიდის არჩევანი: ლეიკერსი, კლივლენდი, მაიამი

 დუეინ ვეიდი პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ი ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ კალათბურთელი დიდი ალბათობით მაიამიში დარჩება. თუმცა, „ჰიტისთვის“ მისი შენარჩუნება ადვილი არ იქნება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვეიდი შესაძლოა კლივლენდში გადაბარგდეს, სადაც მას ყოფილი თანაგუნდელი ლებრონ ჯეიმსი ელოდება.

განიხილება, მისი „ლეიკერსში“ გადასვლის შესაძლებლობაც და კობი ბრაიანტთან შეწყვილება.

დღის ამბები