„ატლანტა ჰოუკსის“ მცველი კაილ კორვერს ხელზე მორიგ ოპერაციას გაუკეთებენ. მარტიდან მოყოლებული ეს უკვე რიგით მესამე ქირურგიული ჩარევა იქნება.
მანამდე კორვერს გაუკეთეს ოპერაცია ცხვირზე და მარჯვენა ფეხზე. ამჯერად მას პრობლემებს იდაყვი უქმნის.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს „ჰოუქსის“ კალათბურთელი ვარჯიშის განახლებას.