„კოპა ამერიკას“ ნახევარფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა პერუ დაძაბულ ბრძლაში დაამარცხა.
გარდამტეხი გამოდგა პერუელი კარლოს ზამბრანოს გაძევება. სწორედ ამის შემდეგ, პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ედუარდო ვარგასმა მასპინძლები დააწინაურა. მეორე ტაიმში გარი მედელმა საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, 64-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ისევ ედუარდო ვარგასმა გაიტანა - 2:1.
დღეს ჩილეში მიმდინარე ტურნირზე მეორე ფინალისტი არგენტინასა და პარაგვაის მატჩში გაირკვევა.