ოქროსმედალოსანი რობიზონ ბეგლარიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას თვალის ტრავმა აქვს მიღებული.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, სპორტსმენი კლინიკა New Hospital-შია გადაყვანილი.
რობიზონ ბეგლარიშვილმა ტრავმა დღევანდელი შეხვედრის დროს მიიღო.
რამდენად რთულია დაზიანება, ამის შესახებ ინფორმაცია დილის კურიერში.