ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული რობიზონ ბეგლარაშვილი გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყანეს. ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელმაც საქართველოს გუშინ პირველი ოქროს მედალი მოუტანა თვალზე სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა.
ბეგლარიშვილს საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
სპორტსმენი ამჟამად ოლიმპიურ სოფელში იმყოფება. ძიუდოისტმა თვალის ტრავმა გუშინ ასპარეზობის დროს მიიღო.