ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი, მისი მშობლები, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ და მისი წინამორბედი, სანდრო როსელი მადრიდის სასამართლომ დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარა და ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.
საქმე ეხება ბრაზილიურ სანტოსსა და ბარსელონას შორის ფეხბურთელის სანაცვლოდ გაფორმებულ კონტრაქტს, რომელიც დღემდე ბურუსითაა მოცული. ესპანეთის პროკურატურის ვარაუდით, გარიგების დროს ფინანსურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
სასამართლო მოსმენა გრძელდება და ბრაზილიელ ფეხბურთელს კვლავ მოუწევს დაკითხვაზე გამოცხადება.