ლევერკუზენის ბაიერის მექსიკელი თავდამსხმელი, ხავიერ ჰერნანდესი - იგივე "ჩიჩარიტო", მიმდინარე სეზონში მესამედ აღიარეს ბუნდესლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
იანვრის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობადა გამოკითხვა. ჩიჩარიტომ ხმათა 63 % მიიღო. მექსიკელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგს და რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.
ბუნდელსიგაში ჩატარებულ 24 მატჩში, ჰერნანდესის ანგარიშზე 21 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.