ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რონალდიონიოს ლესტერში ჰქონდა კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა, მაგრამ ფეხბურთელი ინგლისური კლუბის წინადადებას არ დათანხმდა.
ბრაზილიელის ბოლო კლუბი ფლუმინენსე იყო, რომელთანაც კონტრაქტი 2015 წლის სექტემბერში გაწყვიტა და მას შემდეგ უგუნდოდ იმყოფება.
ამ დროისთვის ლესტერი პრემიერლიგაში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს.