ლესტერის მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, ლივერპულის დამარცხების შემდეგ გუნდის თავდამსხმელები შეაქო.
"რასაც მოედანზე რაიდ მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი აკეთებენ დაუჯერებელია. ნახეთ როგორი პასი მიაწოდა მაჰრეზიმ ინგლისელს? ახლა გუნდი ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას იღებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ," - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ლესტერი 22 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 3 ქულით უსწრებს.
წყარო: Goal.com