"რეალში კიდევ 2 სეზონი ვითამაშებ" - ეს განცხადება კრიშტიანუ რონალდომ ლა ლიგის დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა.
"სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. ამის შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება. ამჟამად ბლანკოსთან ერთად ტიტულების მოგებას ვგეგმავ,"- აღნიშნა 31 წლის ფეხბურთელმა.
რონალდო გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და პორტუგალიელს სპეციალური ჯილდო - "პიჩინი" გადაეცა.
მიმდიანრე სეზონში მადრიდის რეალი პრიმერა დივიზიონში მესამე პოზიციას იკავებს. რონალდოს ანგარიშზე კი 19 გატანილი გოლია.
წყარო: Marca.com