Bleacherreport- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესიმ მსოფლიოში ყველა ძვირადღირებული ავტომობილი პარიზის აუქციონზე 32 მილიონ ევროდ იყიდა.
ფერარი 335 სპორტი 1957 წელს არის გამოშვებული და ქარხანას ამ მოდელის მხოლოდ 4 ეგზემპლარი აქვს აწყობილი. ავტომობილს ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია. ამ ფერარით შეჯიბრებებზე არაერთი ცნობილი მრბოლელი გამოსულა.
გამოცემის ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა აუქციონზე კრიშტიანო რონალდოს აჯობა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.