16 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ტიერი ანრი - "ჩემი აზრით, ინგლისის ჩემპიონი ლესტერი გახდება"

ლონდონის არსენალის ყოფილმა კაპიტანმა, ტიერი ანრიმ, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი შეაფასა. ფრანგის განცხადებით, ლესტერი ინგლისის ჩემპიონი გახდება.

"ამჟამინდელი მდგომარეობით ვფიქრობ, ლესტერი ინგლისის ჩემპიონი გახდება. მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ზეწოლის გაძლება და განაგრძობენ გამარჯვებებს. ლესტერს აქვს ის მონდომება, რაც სხვა კლუბებს აკლიათ," -განაცხადა ტიერი ანრიმ.

პრემიერლიგას 25 ტურის შემდეგ 53 ქულით ლესტერი ლიდერობს.

 

წყარო: independent.ie

დღის ამბები