ესპანური sport.es-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის დაჯილდოებაზე მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა უთხრა: "შენ არ შეგიძლია რონალდოს გაყიდვა, რადგან ის რეალის საუკეთესო ფეხბურთელია".
გამოცემის ცნობით, პერესმა უპასუხა - "დიახ, მაგრამ ბეილს ჯარიმიდან გააქვს გოლები, რონალდო კი ამას ვერ ახერხებს".
ესპანურ მედიაში უკვე აქტიურად იწერება, რომ რეალის პრეზიდენტს და პორტუგალიელ ფეხბურთელს ძველებურად კარგი ურთიერთობა აღარ აქვთ და პერესი რონალდოს გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს.