NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში დალას მავერიკსმა იუტა ჯაზს უმასპინძლა და მეტოქესთან ოვერტაიმის ბოლო წამზე ჩაგდებული 2 ქულიანის წყალობით 119:121 დამარცხდა.
ფაჩულია სასარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 41 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. დალასელთაგან საუკეთესო ჩენდლერ პერსონსი იყო, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა.
29 მოგებითა და 26 მარცხით დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას მავერიკსი 20 თებერვალს, ორლანდოს წინააღმდეგ გამართავს.
NBA-ში 10-დღიანი შესვენება გამოცხადდა, რაც ყველა ვარსკვლავის მატჩით არის გამოწვეული. All Star-ი 14 თებერვალს ქალაქ ტორონტოში გაიმართება.
წყარო: GBF.ge