ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩში სელტიკმა ვალენსიას უმასპინძლა.
ესპანური გუნდის 18 წლის ფეხბურთელმა, დავიდ რუისმა, თამაშის მიწურულს მსაჯი "ეფექტური" სიმულაციით შეცდომაში შეიყვანა და სელტიკის ფეხბურთელი დააჯარიმა.
სოციალურ ქსელ Twitter-ში კი დავიდ რუისი ბარსელონას ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტს, შეადარეს.
"ასეთი ეფექტური სიმულაცია სერხიო ბუსკეტსაც კი შეშურდებოდა"
შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ვალენსიამ მეტოქე თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.
წყარო: Eurosport