El Confidencial-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა და პორტუგალიელი მწვრთნელი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდნენ.
გამოცემის ცნობით, მოურინიო ინგლისურ კლუბთან 3 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ლონდონის ჩელსიმ თანამდებობიდან 2015 წლის დეკემბერში გაათავისუფლა და მას მერე პორტუგალიელი მწვრთნელი უმუშევარია.