ესპანურის Sport.es-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ხამეს როდრიგესის გაყიდვას აპირებს.
სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მიმდინარე სეზონში როდრიგესის სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა და ხელსაყრელი წინადადების შემთხვევაში მზად არის კოლუმბიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე დათანხმდეს.
Transfermarkt- ზე როდრიგესის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.
წყარო: Sport.es