16 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ ამერიკული ტურნესთვის ემზადება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ ამერიკული ტურნესთვის ემზადება.

ბორჯღალოსნები ილია მაისურაძის ხელმძღვანელობით, 20 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით არგენტინისა და ურუგვაის 20-წლამდე ნაკრებებთან ორ-ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. ეს შეხვედრები მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება, რომელიც 5-დან 25 ივნისის ჩათვლით ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება.

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა გუნდი A ჯგუფში გამოვა სადაც მისი მეტოქეები უელსი, ახალი ზელანდია და ირლანდია იქნებიან.

დღის ამბები