საქართველოს ფუტსალის ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - მომდევნო ორი წლის განმავლობაში ასოციაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ოთარ ხიზანეიშვილი, უხელმძღვანელებს.
არჩევნებში მონაწილეობა ასოციაციის 5 დელეგატიდან ოთხმა მიიღო და ხმათა უმრავლესობით ხიზანეიშვილმა გაიმარჯვა.
თავდაპირველად პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა, თუმცა ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ხარჯავანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.