დღეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში რიგგარეშე შეხევედრაა ჩანიშნული, რომელსაც ანტი დოპინგური სააგენტოსა და ფედერაციის წევრებთან ერთად თავად მოჭიდავეებიც დაესწრებიან. ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტსმენებისგან განმარტებებს მოისმენენ.
ამჟამად მხოლოდ ერთ-ერთმა მოჭიდავემ აღიარა აკრძალული პრეპარატის მიღება.
გვიან ღამით კი მინსკიდან თბილისში საქართველოს ნაკრების წევრი მოჭიდავეები დაბრუნდნენ. სპორტმენების თქმით, დოპინგ სკანდალთან მათ კავშირი არ აქვთ. მოჭიდავეების ნაწილმა კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.