მადრიდის რეალის მცველმა, რაფაელ ვარანმა, კლუბის მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე, კომენტარი გააკეთა. ფრანგის თქმით, ზიდანი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია.
"ზიდანს ძალიან მოსწონს შემტევი ფეხბურთი. მას უყვარს, როცა ბურთი შეტევაში სწრაფად გადაადგილდება. მას ძალიან უადვილდება ფეხბურთელებთან ურთიერთობა,"-განაცხადა ვარანმა.
ფრანგმა მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე რომას წინააღმდეგ გასამართ მატჩზეც ისაუბრა.
"ეს არ იქნება იოლი დაპირისპირება. რომა შესანიშნავი გუნდია. ჩვენ შეხვედრისთვის, როგორც მორალურად ისე ფიზიკურად უნდა ვიყოთ მზად".
რომა-რეალის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
წყარო: dailymail.co.uk