საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ განიხილა ა-ლიგაში მოასპარეზე კლუბ კაკტუსის საჩივარი, რომელიც საკალათბურთო კლუბ ვითას მიერ ამერიკელი კალათბურთელის, კლარენს ჯექსონის, ტრანსფერს ეხებოდა.
ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 30 იანვარს კლუბ კაკტუსის და ვითას თამაშის შედეგი გაუქმდება და დასჯილ გუნდს ტექნიკური წაგება 20:0 ჩაეთვლება. ასევე, ვითას ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 1 ქულას ჩამოაკლებენ.
შეგახსენებთ, რომ კაკტუსი ვითას კალათბურთელის თაღლითურად გადაბირებაში ადანაშაულებდა.
წყარო: GBF.ge
ფოტო: ვითას Facebook-ის გვერდი