16 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
თორნიკე შენგელია მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს

საქართველოს ნაკრების და ესპანური ლაბორალ კუჩას კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს.

შენგელიას ე.წ. მენისკი აწუხებს და სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქართველს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ოპერაცია 19 თებერვალს არის დაგეგმილი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს შენგელია ვარჯიშის განახლებას.

დღის ამბები