16 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ფუტსალის ასოციაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი საჯარო რეესტრში ვერ დარეგისტრირდება

ფუტსალის ასოციაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი საჯარო რეესტრში ვერ დარეგისტრირდება.

ამის მიზეზი იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 16 დეკემბერს გამოცემული ბრძანებაა, რომელიც საჯარო სამართლის შეზღუდვას, რეგისტრაციის მოთხოვნის შეჩერებას მოიცავს, თუ მხარეებს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.

ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი ხარჯავანაძის განცხადებით, მისი არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის მიზეზი სწორედ კანონთან შეუსაბამობა გახდა.

21 აპრილს ფუტსალის გამგეობასა და ყოფილ პრეზიდენტს ლევან ცქიტიშვილს შორის სააპელაციო სასამართლოში სარჩელის განხილვაა გაიმართება.

გუშინ, კი ასოციაციამ პრეზიდენტად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ოთარ ხიზანეიშვილი აირჩია.

დღის ამბები