16 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ვაჟა მარგველაშვილმა, დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილმა ჩატარებული 6 შეხვედრიდან 5 მოიგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი მან იაპონელი კენგო ტაკაიჩი 13 წამში დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა 120 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

დღეს მედლებისთვის 3 სპორტსმენი იჭიდავებს. 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი იასპარეზებენ.

 

ფოტო: არქივი

დღის ამბები