ჟოზე მოურინიო მილანში იმყოფება, სადაც ის ინტერი-სამპდორიას მატჩს დაესწრება. უცხოურმა მედიამ ეს ფაქტი პორტუგალიელი მწვრთნელის ინტერში შესაძლო დაბრუნებასთან დააკავშირა.
მოურინიომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
"მილანში მასიმო მორატისთან შესახვედრად ჩამოვედი. მას შემდეგ, რაც ინტერი დავტოვე მადრიდის რეალში და ჩელსიში ვიმუშავე, აქედან გამომდინარე რთული იყო დროის გამონახვა. გასულ კვირას მე და მასიმო შევთანხმდით, რომ ერთად ვისადილებდით. აი, ამიტომაც ჩამოვედი. ინტერი მუდამ ჩემს გულში იქნება და მინდა ამ კლუბს გამარჯვებულს ვხედავდე. მე ყველა მწვრთნელს და გუნდს ვცემ პატივს, აქედან გამომდინარე მე არ ვეძებ სამსახურს, მაგრამ თავად კლუბები მიკავშირდებიან," -განაცხადა პორტუგალიელმა.
ჟოზე მოურინიო მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი 2008-2010 წლებში იყო. 2010 წელს განსაკუთრებულმა კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.