ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსი, სტუმრად ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 104:110 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში 23-ე ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 11 ქულა, 19 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრაა.
ოვერტაიმის დროს ფაჩულიასა და მის თანაგუნდელს, ჩენდლერ პარსონს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მატჩის შემდეგ ორივე კალათბურთელმა განაცხადა, რომ კალათბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება და ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა არ აკავშირებთ.
"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით. ორივეს გამარჯვება გვსურდა,"- განაცხადა ქართველმა კალათბურთელმა.
დალასი 29 მოგებითა და 27 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება.
წყარო: espn.go.com