NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში დალას მავერიკსმა ფილადელფია 129:103 დაამარცხა.
დალასის ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ, მოედანზე 19 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 9 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მავერიკსის მხრიდან პარკეტზე საუკეთესო იყო ვესლი მეთიუზი, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა.
ტეხასური კლუბი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს დალასი 25 თებერვალს, ოკლაჰომას წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: Mavs.com