ტიტულები, 5 ოქროს ბურთი, რეკორდები და გოლები- ეს ლიონელ მესია. არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია და ძირითადი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი 2004 წლის 16 დეკემბერს ესპანიოლის წინააღმდეგ ჰქონდა. მაშინ მესი 17 წლის, 3 თვის და 22 დღის იყო.
გთავაზობთ ლიონელ მესის გამორჩეულ ფრაზებს.
* მე არ მჭირდება კარგი თმის სტილი ან ლამაზი სხეული, უბრალოდ, მომეცით ბურთი და მე თქვენ გაჩვენებთ, რისი გაკეთებაც შემიძლია.
* ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არის ფეხბურთის თამაში, რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს.
* როდესაც ვთამაშობ, თავს ისევ ბავშვად ვგრძნობ, რომელიც ქუჩაში ბურთით ერთობა. როცა ეს გრძნობა გაქრება, ფეხბურთს თავს დავანებებ.
* მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემს ინდივიდუალურ მიღწევას დაუფიქრებლად გავცვლიდი მსოფლიო ჩემპიონობაში.
* შენ უნდა იბრძოლო, რომ შენს ოცნებას მიაღწიო.
* ინდივიდუალური ჯილდოებს ტიტულების მოგება მირჩევნია, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ვღელავ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ხალხს კარგ ადამიანად დავამახსოვრდე.
* ერთ-ერთი მატჩის შემდეგ არსენალის ფეხბურთელი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მისთვის პატივი იყო ჩემთან ერთად მოედანზე ყოფნა, მე კი გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, ამას მეუბნება ადამიანი, რომლის გუნდმაც ცოტა ხნის წინ თამაში წააგო".
* ჩემთვის ფული არ არის მოტივაცია, ფული უკეთესს ვერ გამხდის ან უკეთესად ვერ ვითამაშებ. ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ფეხებთან ბურთს ვგრძნობ. თუ ფეხბურთის თამაშისთვის ფულს არ გადამიხდიდნენ, მე მაინც ისეთივე მონდომებით ვითამაშებდი.
* არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მომღიმარი ბავშვის სახის დანახვა. მე ყველანაირად ვცდილობ, მათ სურვილი შევუსრულო. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ავტოგრაფი.
* დღე, როდესაც მიხვდები, რომ განვითარება აღარ შეგიძლია, ეს იქნება ყველაზე სევდიანი დღე შენს ცხოვრებაში.
* ცხოვრებაში იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე თამაშის მოგება ან წაგება.
* სიმართლე ის არის, რომ მე ფავორიტი გოლი არ მაქვს. ფავორიტზე მეტად მნიშვნელოვანი გოლები მახსენდება, მაგალითად: ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი.
* მე ყოველთვის არგენტინელი ვიქნები და ამით ვამაყობ. ბარსელონა ჩემი სახლია, მაგრამ მე არგენტინელი ვარ და არასოდეს შევიცვლები.
* დგება მომენტი, როდესაც შენს თავს უნდა უთხრა: არავის არ შეუძლია მუდამ გამარჯვებული იყოს.
* მე ვფიქრობ, რომ რონალდო შესანიშნავია. რონალდო რომ არ არსებობდეს, მე არ ვიქნებოდი ასეთი ფეხბურთელი და პირიქით. ჩვენ ერთმანეთთან კონკურენცია უკეთესს გვხდის.
* არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგური შეხვედრაა თუ ფინალი, მე ყოველთვის ვცდილობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.
* ჩემთვის დიეგო მარადონა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მილიონი წელიც რომ ვითამაშო, მის სიმაღლემდე ვერ მივალ. მე მინდა ჩემი ისტორია შევქმნა.
* არ მადარდებს, მე ვარ უკეთესი თუ რონალდო, მთავარია, ბარსელონა რეალზე უკეთესია.
* გახდე მამა - ეს ფაქტი ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის.
* ბარსელონამ მე ყველაფერი მომცა. არასოდეს მქონია სურვილი სხვა გუნდში თამაშის. ბარსელონაში იმდენ ხანს დავრჩები, რამდენ ხანსაც მათთვის ვიქნები საჭირო.
წყარო: en.wikiquote.org, brainyquote.com