ჩემპიონთა ლიგაზე არსენალი-ბარსელონას შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელები გასახდელში მიდიოდნენ, როდესაც ლიონელ მესის და ლუის სუარესს შორის დიალოგი გაიმართა.
მესი - "მე შემცვლიან".
სუარესი - "სერიოზულად?". შემდეგ ურუგვაელმა დაამატა, რომ ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა არგენტინელი ფეხბურთელი.
ეს ფაქტი სოციალურ ქსელში განიხილეს და ცდილობდნენ დაედგინათ - რას გულისხმობდა 5 ოქროს ბურთის მფლობელი. მომხმარებლების უმრავლესობის აზრით, მესიმ უბრალოდ იხუმრა, იმის შესახებ, რომ ის გუნდისთვის შეუცვლელია და შეხვედრის მიმდინარეობის დროს განხორციელებული ცვლილებები მას არ ეხება.
ბარსელონამ არსენალი მესის დუბლის წყალობით 0:2 დაამარცხა.