ბრიტანული The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის ჩელსი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს კანდიდატურას განიხილავს.
წყაროს ცნობით, არისტოკრატები მზად არიან იტალიის ნაკრების მწვრთნელს წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადონ.
კონტეს იტალიის ნაკრებთან კონტრაქტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეწურება.