NBA -ს რეგულარულ ჩემპიონატში დალას მავერიკსმა ოკლაჰომას უმასპინძლა და მეტოქესთან 103:116 დამარცხდა.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დალასელთაგან მოედანზე საუკეთესო დირკ ნოვიცკი იყო, რომელმაც 33 ქულა მოაგროვა.
წაგების შემდეგ მავერიკსმა მეექსვე ადგილიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს დალასი 27 თებერვალს, დენვერის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Gbf.ge