საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრები 0:3 დაამარცხეს. მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება ლელა ჭიჭინაძემ მოახერხა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველო კვლავ საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 27 თებერვალს გაიმართება.
წყარო: GFF.ge