5 წლის ავღანელ ბავშვს, მურთაზას აჰმაზიას, რომელსაც პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული ლიონელ მესის მაისური ეცვა, Unicef-ის წარმომადგენლებმა ოცნება აუსრულეს.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა ბავშვს ლიონელ მესის ავტოგრაფიანი მაისური საჩუქრად გადასცეს.
"მე მიყვარს მესი და ეს მაისური, რომელზეც წერია, რომ მესისაც ვუყვარვარ მე," - განაცხადა მურთაზამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მესი ბავშვის პირადად ნახვას აპირებს, თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.