NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში გოლდენ სტეიტმა სტუმრად მაიამი 118:112 დაამარცხა.
ოქროს შტატლებმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 57 შეხვედრიდან 51-ის მოგება მოახერხეს, რაც ამ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელია.
ოკლანდელების შემადგენლობაში საუკეთესო კალათბურთელები სტეფან კარი და კლეი ტომპსონი იყვნენ. კარიმ 42, ხოლო ტომპსონმა 33 ქულის მოგროვება შეძლეს.