ზიმბამბვეს კლუბის, დაინამოს ფეხბურთელმა, როდრეგ მუტუმამ, ლიონელს მესის მსგავსად სცადა პენალტი გაეთამაშებინა.
მუტუმამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თანაგუნდელს პასი გაუკეთა, თუმცა მისი დარტყმული კარს აცდა.
ამ ფაქტის შემდეგ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო სილვამ, ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა. სილვას განცხადებით, სანამ ფეხბურთელი რამე მოძრაობის შესრულებას გადაწყვეტს, მანამდე მასზე ბევრი უნდა იმუშაოს.