FIFA-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საფეხბურთო ორგანიზაციას მომდევნო 4 წელი UEFA-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ჯანი ინფანტინო უხელმძღვანელებს.
არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. საბოლოოდ ინფანტინომ 209 შესაძლებელი ხმიდან 115 მიიღო.
"მე არ შემიძლია გადმოვცე, რასაც ამ მომენტში განვიცდი.მე ვთქვი, რომ წინ მელოდა დიდი მოგზაურობა, რომელიც ბევრ შესანიშნავ ადამიანს გამაცნობდა, რომლებსაც უყვართ და ცხოვრებენ ფეხბურთით. ჩვენი სამომავლო პროექტების შემდეგ FIFA კვლავ დაიბრუნებს პატივისცემას და მსოფლიოში ყველა ტაშს დაგვიკრავს," -განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ ინფანტინო პრეზიდენტის პოსტზე ზეპ ბლატერს ჩაანაცვლებს, რომელიც ორგანიზაციას 1998-დან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა. ბლატერს კი ეთიკის კომიტეტმა ფეხბურთში საქმიანობა 6 წლით აუკრძალა.