მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი, დარუშაფაკა ევროლიგის ტოპ 16-ში ესპანურ უნიკახას დაუპირისპირდა და მეტოქე 78:55 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა 26:34 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 9 ქულა, 3 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა.
გამარჯვების შემდეგ დარუშაფაკას პლეი-ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა. თურქული კლუბი 2 მოგებით და 6 მარცხით მე-6 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება მე-4 ადგილზე, საპლეიოფო ზონაში მყოფ ცრვენა ზვევდას, რომელსაც დარუშაფაკა 3 მარტს დაუპირისპირდება.
წყარო: GBF.ge