ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას, იცავს განაცხადა, რომ შესაძლოა წლის ბოლოს საფეხბურთო კარიერა დაასრულოს და მწვრთნელი გახდეს.
"ეს საკითხო ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ეს სეზონი ჩემს საფეხბურთო კარიერაში შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს და კარიერა დავასრულო. მალე UEFA-სგან სამწვრთნელო კარიერას მივიღებ და მწვრთნელობას ვაპირებ," -განაცხადა ჯერარდმა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა გალაქსის შემადგენლობაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
წყარო: Eurosport