16 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"თანაგუნდელები ჩემს დონეზე რომ იყვნენ, მაშინ რეალი პირველ ადგილზე იქნებოდა,"-რონალდო

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდულ დერბიში დამარცხების შემდეგ რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ თანაგუნდელებზე ისაუბრა. პორტუგალიელის თქმით, სამეფო კლუბის სხვა ფეხბურთელები მის დონეზე ვერ ასპარეზობენ.

"თანაგუნდელები ჩემს დონეზე რომ იყვნენ, მაშინ რეალი პირველ ადგილზე იქნებოდა. არ მინდა რომელიმე ფეხბურთელს შურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მე მომწონს პეპესთან, ბენზემასთან, ბეილთან, მარსელოსთან ერთად თამაში. თუ რომელიმეს ტრავმა აქვს ეს გუნდზე ცუდად აისახება. მე არ ვგულისხმობ, რომ ხესე, ლუკას ვასკესი ან კოვაჩიჩი ცუდი ფეხბურთელები არიან, პირიქით ისინი კარგები არიან, მაგრამ... გუნდში ძალიან ხშირია ტრავმები, რაც ჩვენს თამაშზე უარყოფითად აისახება," - განაცხადა რონალდომ.

მადრიდის რეალი ატლეტიკოსთან 0:1 დამარცხდა და ლა ლიგაში მესამე პოზიციაზე იმყოფება. 

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები