ბიძინა ივანიშვილის რჩეული ევკალიპტის შესყიდვისთვის საჭირო 20020 ლარის შესაგროვებლად ოპოზიციას 4 დღე რჩება - საინფორმაციო კამპანია დღეს თბილისის ქუჩებში პოლიტიკური პარტიების რამდენიმე ახალგაზრდულმა ფრთამ გამართა. მოსახლეობას მათ ბუკლეტები დაურიგეს და პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ფინანსთა სამინისტროს მირ გამოცხადებული აუქციონი გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ კვირას მოიგო. პარტიები დარწმუნებულები არიან, რომ თანხის მობილიზებას შეძლებენ.