ქრისტიანების ნაწილი დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. მათ შორის
არის კათოლიკური მრევლი. დღესასწაული აღინიშნა თბილისშიც - ლესელიძის ქუჩაზე მდებარე კათოლიკურ ტაძარში საზეიმო წირვას პოლიტიკური პარტიების წევრებიც დაესწრნენ და ყველა მორწმუნეს დღევანდელი დღესასწაული მიულოცეს.
„მინდა სრულიად კათოლიკურ სამყაროს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და განსაკუთრებით ჩვენს კათოლიკე თანამოქალაქეებს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დაკავშირებულია სიცოცხლესთან. მე მინდა მათ ვუსურვო უპირველესყოვლისა ჯანმრთელობა და წარმატება. ვინაიდან თითოეული ჩვენთაგანის წარმატება ამ საბოლოოდ ამ ქვეყნის წარმატებაა,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
აღდგომის დღესასწაული კათოლიკე მრევლს მიულოცა „ევროპულმა საქართველომ."
„ვულოცავ ჩვენ კათოლიკე თანამოქალაქეებს, ვისთვისაც დღეს არის აღდგომა. ეს დღესასწაული არის სიცოცხლის. სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული,“-განაცხადა სერგო რატიანმა.